გორის #11 საჯარო სკოლა, რომელიც ამჟმად მდებარეობს კეცხოველის ქ. #74-ში, დაარსდა 1918 წელს მიხეილ მცხვეთაძის ბინაზე, ხიდისთავის ქ. #31-ში. თავდაპირველად იგი არსებობდა როგორც დაწყებითი სკოლა. სკოლის შენობას ეკავა ერთი პატარა ოთახი, სადაც სწავლობდა 44 მოსწავლე. სკოლის პირველი დირექტორი იყო პლატონ ბოკუჩავა. 1921 წლიდან დაწყებითი სკოლა გადავიდა შპალსაჟღენთი ქარხნის საცხოვრებელ ბინაში, სადაც სწავლობდა 120 მოსწავლე. 1924 წლიდან სკოლა გადაიტანილ იქნა ორჯონიკიძის ქ. #24-ში (ამჟამად გორიჯვრის ქუჩა) და არსებობა განაგრძო, როგორც არასრულ საშუალო სკოლამ, ხოლო 1936 წელს, როგორც საშუალო სკოლამ. დღევანდელი სკოლის მშენებლობა დაიწყო 1936 წელს და დასრულდა 1937 წლის 22 ოქტომბერს. 1936 წლიდან 45 წლის განმავლობაში სკოლას მართავდა სერგო ნუცუბიძე.
1962 -1963 წლებში სკოლა არსებობდა, როგორც გორის #11 რკინიგზის საშუალო სკოლა, 1963 წლიდან კი გადავიდა განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში და მიენიჭა გორის #11 საშუალო სკოლის სტატუსი. 1976 წლიდან იგი დაუბრუნდა ა/კ რკინიგზის სასწავლებელთა განყოფილებას და ეწოდა გორის #20 რკინიგზის საშუალო სკოლა, ხოლო 1991 წლიდან სკოლა კვლავ  განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა და გახდა გორის #11 საშუალო სკოლა. 
1939 წელს სკოლაში სწავლობდა 525 მოსწავლე, 1970 - 1971 წლებში კი სკოლის კონტიგენტი გაიზარდა 818 მოსწავლემდე.
ამჟამად სკოლაში სწავლობს 270 მოსწავლე, რომლებსაც ემსახურება 26 პედაგოგი. მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა  ღონისძიებებში, კონკურსებში და პროექტებში. სკოლის გაზეთზე მომუშავე ჯგუფი